ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

არ უნდა გვქონდეს მოკლე მეხსიერება, ასეთი ტიპის ქცევები უნდა დაგვამახსოვრდეს და მას ყოველთვის შევახსენოთ – ცოტნე კობერიძე ღარიბაშვილზე

„მეტრონომი“ „გირჩი მეტი თავისუფლების“ ერთ-ერთ ლიდერს, ცოტნე კობერიძეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის, ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟზე ესაუბრა.

ჩვენ დავინტერესდით, რა შეუძლია გააკეთოს ოპოზიციამ და, საერთოდ, საზოგადოებამ ხელისუფლის მხრიდან მსგავსი ტიპის ქმედებების აღსაკვეთად.

კობერიძემ განაცხადა, რომ ამ შემთხვევაში ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება. ამისთვის ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის.

მისი თქმით, საზოგადოებას არ უნდა ჰქონდეს მოკლე მეხსიერება და პრემიერს მუდამ უნდა შეახსენოს მისი ქცევები და პროტესტის ნიშნად, მას უნდა შეუქმნას სხვადასხვა ტიპის პრობლემა. მას არჩევნებზე აგებინოს პასუხი.

[su_quote] ამ პირობებში, როცა ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი უზურპირებულია, ოპოზიციას არანაირი რეალური ბერკეტი არ გააჩნია ამ ყველაფრის აღსაკვეთად. ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალი არის ხელისუფლების ცვლილება.

ჩვენ არ უნდა გვქონდეს მოკლე მეხსიერება. ასეთი ტიპის ქცევები უნდა დაგვამახსოვრდეს და მუდამ უნდა ვახსენებდეთ. თუკი მას ვინმე გადაეკვეთება, იქნება ეს პარლამენტი, ქუჩა და ასე შემდეგ, პროტესტის ნიშნად, უნდა შეუქმნას მას სხვადასხვა ტიპის პრობლემა.

მთავარი არის ის, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. უნდა მოვემზადოთ ამ პროცესისთვის. ამისთვის მალე გვაქვს არჩევნები და იქ უნდა ვაგებინოთ პასუხი.

შეიძლება ახლა ბოლი გამოვუშვათ, რაღაცები ერთმანეთს დავაჯეროთ, იმპიჩმენტის პროცესი დაიწყოს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი ფუჭია. მე მგონია, მთლიანად უნდა ვკონცეტრირდეთ მათ შეცვლაზე. [/su_quote]

– განაცხადა ცოტნე კობერიძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

მთავრობის ოპონენტები ღარიბაშვილის გადაყენებასა და დასჯას ითხოვენ.

ამასთან, მას ასევე ვკითხეთ ცილისწამების კანონის შემოღების ინიციატივაზე, რომლის შემოღების თაობაზეც პარლამენტს კულტურის პალატის თავმჯდომარემ, დავით ოქიტაშვილმა, მოუწოდა.

„ზოგადად, ოქიტაშვილი ხელისუფლების ქება-დიდებითა და პირფერობით გამოირჩევა. ამით მან ხელისუფლებას გული მოფხანა. ცილისწამების შესახებ კანონის იდეა საზოგადოების დაშინებას ემსახურება.

საჯარო სივრცე რაც დამყარდა ამ სამყაროში, მისი მთავარი მონაპოვარი არის ის, რომ ადამიანს აქვს კრიტიკის სრული თავისუფლება.

თუკი კონკრეტულად ადამიანმა ფაქტები გააყალბა და ამით სხვა დააზიანა, ახლაც შესაძლებელია ამაზე სასამართლოში მას პასუხი აგებინო. ამასთან დაკავშირებით ახალი კანონი საჭირო არ არის“, – განაცხადა კობერიძემ.

იტვირთბა....