ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როგორ შეიძლება სამთავრობო თვითმფრინავს ვაქირავებდეთ” – თაზო დათუნაშვილი

“როგორ შეიძლება სამთავრობო თვითმფრინავს ვაქირავებდეთ” – ასე გამოეხმაურა “ლელოს” წევრი თაზო დათუნაშვილი პრემიერის ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს.

“როგორ შეიძლება სამთავრობო თვითმფრინავს ვაქირავებდეთ. გაასაჯაროონ ინფორმაცია, აქამდე, ვისზე მიქირავდა ეს თვითმფრინავი და რა სარგებელს ნახულობს ქართული საზოგადოება ამისგან. ბატონი ჯაველიძე ძალიან შეცდა ამ არგუმენტის მოტანით, იმიტომ, რომ დამატებით გამოძიებას მოითხოვს ახლა ის, რომ თუ კაი, სახელმწიფო ხარჯი არ არის, მაშინ ღარიბაშვილების ოჯახს საიდან ჰქონდა ამის შესაძლებლობა” – ამბობს თაზო დათუნაშვილი.

იტვირთბა....