[su_quote] მე ასე მარტივად არ დავაყენებდი საკითხს, როგორც ბორელმა განმარტა, სტუდენტის და პროფესორის მაგალითზე – ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში ვიმყოფებით, ჩვენი მთავარი არგუმენტი არის შემდეგი – ჩვენ ვითხოვთ სამართლიან მოპყრობას. შარშან მოლდოვამ და უკრაინამ მიიღეს ბონუსად სტატუსი, ავანსად, ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია და ჩვენ არ მივიღეთ სტატუსი – კითხვა არის აბსოლუტურად ლოგიკური და სამართლიანი – ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა, ჩვენ არ ვეგუებით უსამართლობას და რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, იყოს სამართლიანი.
რაც შეეხება, თუ რა გზავნილი იქნება ასეთ ვითარებაში, როცა არავინ იცის, როდის და როგორ დასრულდება ომი უკრაინაში და როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ასეთ ვითარებაში, მითუმეტეს, მოლდოვას და უკრაინას ავანსად მიეცით სტატუსი და ჩვენ არ მოგვეცით შარშან, ასეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, ასეთ არაპროგნოზირებად ვითარებაში, ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნეგატიური მესიჯი იქნება პოზიტიური გზავნილი რუსეთისთვის. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა შემდეგი, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი არის რთული, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავდროულად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღეთ.
იმედი მინდა გამოვთქვა, რომ თუ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება და როგორც ბრძანეთ, თუ გსურთ ნამდვილად, რომ საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, ჩვენი პოზიცია არის შემდეგი – საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს. [/su_quote]
– განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, ევროკავშირის მაღალჩინოსან ჯოზეფ ბორელთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
ბორელის განცხადებები პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპეჩმენტსა და ე.წ. მეორე ფრონტის საკითხზე ძალიან მწვავე იყო.
შეგახსენებთ, ბორელი საქართველოს დღეს დატოვებს.