სანატორიუმი „წყალტუბო“ ეგვიპტისა და კატარის მოქალაქეებმა შეიძინეს – აღნინულ ინფორმაციას “ბიზნესპრესნიუსი“ ავრცელებს.
კურორტ წყალტუბოში, სანატორიუმი „წყალტუბო“, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2 600 000 ლარად გაყიდა. ეს უკვე მეორე სანატორიუმია, რომელსაც ეგვიპტელი ინვესტორი ჰყავს, პირველი სანატორიუმი ,,მედეა“ იყო, რომელიც შპს „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ შეიძინა.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, სანატორიუმის ახალმა მფლობელმა შპს „გოლდენ თაუერსმა“, ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 თვის ვადაში ტერიტორიაზე მინიმუმ 100-ნომრიანი სასტუმრო-ინფრასტრუქტურა და კვების ობიექტები უნდა განათავსოს, რისთვისაც 7 800 000 ლარზე მეტი ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს.