ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“როდესაც ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა მოგიყვეთ თქვენ ყველაფერი?” – კალაძე

როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა მოგიყვეთ თქვენ ყველაფერი – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახი კალაძე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს.

“პრემიერმინისტრს მოუწევს შეავსოს და წარმოადგინოს დეკლარაცია, დაველოდოთ. რა იყო დასამალი. ადამიანი როდესაც თავისი პირადი ხარჯებით გადაადგილდება, რატომ უნდა იყოს ეს საჯარო? როდესაც მე ჩემი ხარჯებით მივდივარ უცხო ქვეყანაში, უნდა დავდგეთ და მოგიყვეთ თქვენ ყველაფერი? არანაირი აუცილებლობა არ მაქვს, რომ ჩემი ხარჯებით სადმე წავიდე და ამასთან დაკავშირებით დავდგე და თქვენ გესაუბროთ ამ ყველაფერზე” – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....