მძიმე ავარია მოხდა ყვარელში. ავტომობილი 72 წლის კაცს დაეჯახა.
მამაკაცს გადაჭარბებული სიჩქარით მიმავალი ავტომანქანა მაშინ დაეჯახა, როდესაც ის საკუთარი ავტომანქანის შეკეთებას ცდილობდა.
დაშავებული თავის არეში მიღებული მძიმე ტრავმებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების გადაწყვეტილებით, პაციენტი კრიტიკული მედიცინის ავტომობილით თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში ამ წუთებში მიჰყავთ.
შემთხვევის ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული.
მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება

