ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აღიარება რის კარგი და დასაფასებელი – გია ხუხაშვილი გიორგი გაბუნიაზე

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი სოციალური ქსელით „მთავარი არხის“ ერთ-ერთი ხელმძღვანელის, გიორგი გაბუნიას, გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

„ორი სიტყვა გიორგი გაბუნიას განცხადებაზე:
მას არაფერი უთქვამს ისეთი, რაც არ ვიცოდით.
შესაბამისად, ახლა მასზე ნიშნის მოგებით საუბარი, არის ფარისევლობა და მეტი არაფერი.
ის რომ ეს აღიარა, არის კარგი და დასაფასებელი.
წინ უნდა ვიყუროთ და თუ ეს ტელევიზია ახლა მოემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და არა ვიწრო პოლიტიკურს, ან კლანურს ეს მხოლოდ მისასალმებელია.
ხვალ თუ იმედიც იგივეს გააკეთებს (იმდენი არ არის ჩემი მტერი), იმასაც მივესალმები…“, – წერს ის.

შეგახსესენთ, გაბუნიამ თქვა, რომ „მთავარი არხი“ არ არის ნაცების ტელევიზია. მას არც ლევან ხაბეიშვილი მოსწონს და არც ნიკა მელია.

იტვირთბა....