ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

VIDEO: შემიძლია, დიდი სიხარულით და სიამაყით ვთქვა, რომ “ნაცების ტელევიზია” აღარ ვართ“ – გიორგი გაბუნია

„მთავარი არხის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ, არხის სარედაქციო პოლიტიკაზე ისაუბრა.

მისი თქმით, „მთავარი არხი“ „ნაცების“ ტელევიზია არ არის.

„ამ ადამიანებს [მთავარი არხის და ძველი “რუსთავი2″-ის ჟურნალისტებს] გარკვეულ სიტუაციასა და მოცემულობაში უწევდათ მუშაობა და რთული იყო საკუთარ თავში ამ ყველაფრის გადაკეთება იმიტომ, რომ რაღაცნაირად, რეფლექსებად გაქვს ქცეული ეს ყველაფერი, რომ შენ საქმეს კი არ აკეთებ, რატომღაც სულ დაკისრებული ჰქონდა ამ გუნდს, რომ ვიღაცის საქმეს აკეთებდა.

სამწუხაროდ, “ნაცების ტელევიზიის” იარლიყი ტყუილად არ გვქონდა. ხოლო ახლა, რაც შემიძლია დიდი სიხარულით და სიამაყით ვთქვა, “რუსთავი2”-იდან მოყოლებული ეს არ მომხდარა, რომ “ნაცების ტელევიზია” აღარ ვართ ნამდვილად. ამას კიდევ წლები დასჭირდება, რომ ხალხმა დაიჯეროს”, – განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

იმავე ეთერში გაბუნიამ გააკრიტიკა ენმ-ს ახლანდელი და ყოფილი თავმჯდომარეები. იხილეთ ბმული.

იტვირთბა....