ახალი ამბები პოლიტიკა

VIDEO: „ადამიანები ხაბეიშვილს არასერიოზულად აღიქვამენ, უარეს შემთხვევაში დასცინიან“ – გიორგი გაბუნია

„მთავარი არხის“ ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა, გიორგი გაბუნიამ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის, შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ადამიანები ხაბეიშვილს არასერიოზულად აღიქვამენ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ყოფილი თავმჯდომარი,ს ნიკა მელიას , თაობაზეც. გაბუნიამ აღნიშნა, რომ მელიამ პოლიტიკური კაპიტალი გაფანტა.

„პირდაპირ ვამბობ, არავინ არ აპირებს ხმის მიცემას, კიდევ უარესი, ნეიტრალურიც კი არ შემხვედრია ხაბეიშვილის მიმართ.

მე ვისთანაც მქონია ურთიერთობა, ის ადამიანები ხაბეიშვილს არასერიოზულად აღიქვამენ, უარეს შემთხვევაში დასცინიან. ხაბეიშვილი რაღაცას თუ გააკეთებს, “WOW- ვაუ” რაღაც სჭირდება, როდესაც ეს ყველაფერი დაგავიწყდება და მასში “ქურქუმალ ვაითს” აღარ დაინახავ და აღარ მიაქცევ ყურადღებას, რომ “ლ”-ებით ლაპარაკობს და ა.შ.

ძალიან ბევრი სამუშაო აქვს საკუთარ თავზე იმისათვის, რომ მოიპოვოს პატივისცემა და ხმები მოიპოვოს ადამიანების. ძალიან დიდი პრობლემა ექნება, არ ვიცი, თავს თუ იტყუებენ და გარდა ამისა, ორივე მხარე (მელია-ხაბეიშვილი) პარაზიტირებს მიშას თემით”- განაცხადა გიორგი გაბუნიამ.

ნახეთ ვიდეო:

იტვირთბა....