ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაკითხვაზე დაიბარეს. მას უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ. მთავარ პროკურატურაში კი დღეს, 12 საათზე მივა.
ამის შესახებ ინფორმაცია ტელეკომპანია „რუსთავი2“ ავრცელებს.
დაკითხვაზე დაბარება სავარაუდოდ, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, მუქარის შემცველ ვიდეო მასალას უკავშირდება, სადაც ჟურნალისტის გვარიც არის ნახსენები. საგამოძიებო ორგანოში ასევე შესაძლოა ჟურნალისტთან კითხვები ჰქონდეთ იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში, გადაცემა არჩევანში გააკეთა.
ინგა გრიგოლიას განცხადება პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული გადაღების შესახებ მის ხელთ არსებულ ინფორმაციას უკავშირდებოდა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ დღეს მთავარ პროკურატურაში მისვლას და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.