„მთავარი არხის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფოთში, პაციენტის გადაყვანისას, სასწრაფოს მანქანა ავარიაში მოყვა.
მალთაყვა-ფოთის გადასახვევთან ის ტრაილერს შეეჯახა.
დაშავებულია სასწრაფოს ექიმი, მძღოლი და პაციენტი.
კონკრეტულად, რა დაზიანებები მიიღეს მათ ჯერჯერობით უცნობია.