ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

თუ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ეს იქნება არა მიღწევების, არამედ იმის გამო, რომ რბოლიდან არ ამოვარდეს – ლინკევიჩუსი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ლინას ლინკევიჩუსმა, თბილისში მიმდინარე კონფერენციაზე საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის შესახებ ისაუბრა.

„წინასწარ ვერ ვიტყვი, რა მოხდება, მაგრამ შემიძლია ვარაუდები გამოვთქვა. ჩემი აზრით, წლის ბოლოს არის შანსი, რომ უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყონ მოლაპარაკებები ევროკავშირში გაწევრიანებაზე, რადგან ისინი უკვე კანდიდატები არიან. თუ ასე მოხდა, საქართველო ალბათ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, რათა რბოლიდან არ ამოვარდეს. ეს იქნება არა მიღწევებისა და პროგრესის გამო, რომლებსაც ვერ ვხედავთ, არამედ იმის გამო, რომ საქართველო სცენაზე დარჩეს. ეს ჩემი ვარაუდია, თუმცა ყველაფერი წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გადაწყვიტონ“, – განაცხადა ლინკევუჩუსმა.

დღეს თბილისში კონფერენცია სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება“ გაიხსნა. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება “ქართული ოცნება”. კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება. ის მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.

იტვირთბა....