ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საპარლამენტო უმრავლესობას არაფერი ესაქმება ე.წ. კონფერენციაზე, სადაც ტყუილებზე აგებულ პროცესებსა და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ – გურამ მაჭარაშვილი

დღეს თბილისში კონფერენცია სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება“ გაიხსნა. მასში ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების უმაღლესი დონის ლიდერები მონაწილეობენ. იქ იმყოფებიან ოპოზიციონერი ლიდერები და ევროპარლამენტარებიც, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. მიწვევის მიუხედავად, კონფერენციას არ ესწრება “ქართული ოცნება”.

არდასწრების მიზეზზე „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა, ისაუბრა.

„ბუნებრივია, უმრავლესობას არაფერი ესაქმება იმ ე.წ. კონფერენციაზე, სადაც ტყუილებზე აგებულ პროცესებსა და რევოლუციურ სცენარებზე საუბრობენ. „კარგია“, რომ რადიკალური ოპოზიცია და მათი პატრონები ე.წ. კონფერენციების სახით პირდაპირ და აშკარა შეტევაზე გადადიან სახელმწიფოს წინააღმდეგ, რასაც საზოგადოება ხედავს“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კონფერენცია 2 დღე გაგრძელდება. ის მაკკეინის ფონდის ორგანიზებულია.

იტვირთბა....