ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მკვლელობა გურჯაანში – მოკლულია მეხანძრე-მაშველი

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მკვლელობა მოხდა.

89 წლის კაცმა 35 წლის მეზობელს სანადირო თოფიდან ესროლა. მოკლულია მეხანძრე-მაშველი ბექა ჯანიაშვილი.

„სროლის ხმა გავიგე. ბექასკენ გავიქეცი, მაგრამ უკვე უკონტაქტო იყო. მიწის გამო მომიკლა შვილი. სახელმწიფო ტერიტორია იყო, საერთო გზა გადიოდა ჩვენს ნაკვეთებს შორის“, – განაცხადა მოკლულის მამამ.

ადგილობრივების ცნობით, მეზობლებს კონფლიქტი მიწის ნაკვეთის გამო ჰქონდათ.

იტვირთბა....