ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება!“ – მამუკა ხაზარაძე

პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს სოციალური ქსელით გამოეხმაურა.

“რუსული ოცნება”, პუტინისა და მედვედევის დავალებით, საქართველოს პრეზიდენტს იმპიჩმენტს უცხადებს. ჩემი მხარდაჭერა ყველა მოქალაქეს, ვინც ქვეყნის ევროპული მომავლისთვის იბრძვის.
“ქართული ოცნება” დღეს შეშინებული და მხდალი პოლიტიკური გუნდია… კომიკურია – ეს იქნება ყალბი იმპიჩმენტი, რომელიც ვერ შედგება!
“რუსულ ოცნებას” ქვეყანას რუსეთში არ გავატანთ, ჩვენი შვილების მომავალი ევროპაშია!“, – წერს ის.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....