ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ოცნების“ ერთადერთი ამოცანაა პუტინს უთხრან, რომ თვითონ კი არ უნდათ ევროპული კურსი, პრეზიდენტმა აიჩემა და “ვიღაც ნაციკებმა“ “ – ჯანგირაშვილი იმპიჩმენტზე

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხს გამოეხმაურა.

„ყველამ დედამიწის ზურგზე, აბსოლუტურად ყველამ, იცის რისთვის წამოიწყო ქოცმა იმპიჩმენტის პროცედურა. ყველამ იცის, რომ იმპიჩმენტი რეალურად ვერ შედგება. ერთადერთი ამოცანაა პუტინს უთხრან, რომ თვითონ კი არ უნდათ ევროპული კურსი, პრეზიდენტმა აიჩემა და “ვიღაც ნაციკებმა“ აქ, და თვითონ როგორც შეუძლიათ ისე ებრძვიან ამ “თავხედებს“. სხვა ვერსია უბრალოდ არ არსებობს, არარეალურია. პუტინისადმი ამ დონეზე დაქვემდებარებულ–დამონებული ხელისუფლებით ნეტა რისი იმედი გვაქვს და რაზე გვაქვს საერთოდ პრეტენზია“, – წერს ის.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....