ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

VIDEO: სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა – პრეზიდენტის ევროპული ტურნე გრძელდება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს, შეხვდა.

მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ, დღეს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება დააანონსა, ზურაბიშვილის ევროპული ტურნე გრძელდება.

ნახეთ ვიდეო:

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასთან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

დღეს კობახიძემ თქვა, რომ პარტია კონსტიტუციასთან მიმართებითაა ვალდებული, ეს უკანასკნელი კი პრეზიდენტმა დაარღვია, მას უპასუხოდ ვერ დატოვებენ და „ქართული ოცნება“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცესს დაიწყებს.

იტვირთბა....