ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის კოორდინაცია, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპული ტურნეს შესახებ საგანგებო ბრიფინგი ჩაატარა.

მან თქვა, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.

კობახიძია აღნიშვნით, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის კოორდინაცია, რომელიც სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგაა მიმართული.

„პირველ რიგში, შევა წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს დასჭირდება მსჯელობა, დასკვნის დადება. მიუხედავად იმისა, რომ საქმე არის ცხადი, მკაფიო, შავით თეთრზე წერია ყველაფერი კონსტიტუციაში, იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში, საჭიროა საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნა. საკონსტიტუციო სასამართლო უკვე ოფიციალურად დაადასტურებს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება თვითონ კენჭისყრას, კენჭისყრაზე კიდევ ერთხელ გაშიშვლდება კოორდინაცია, რომელიც არსებობს სალომე ზურაბიშვილსა და საპარლამენტო ოპოზიციას შორის და ეს კოორდინაცია რომ მიმართულია ჩვენი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ“.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი ევროპაში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით მოლაპარაკაბებზე გაემგზავრა.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას აღნიშნულ ვიზიტზე მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია.

ამასათან, „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ვიზიტის მიზანია, რომ საქართველოში იყოს არეულობა, მეორე ფრონტი, მისი განცხადებები კი უცხოური ძალების დღის წესრიგში ზის, რომელთაც საქართველოსთვის კარგი არ სურთ.

იტვირთბა....