ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

შესაძლოა, განხორციელდეს იმ უკრაინელების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ სამხედრო სამსახურისათვის „უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობებით წავიდნენ – არახამია

უკრაინული რადას ფრაქციის – „ხალხის მსახური“ – ლიდერმა, დავით არახამიამ, ომის პერიოდში უკრაინიდან შესაძლო ქრთამის მიცემის სანაცვლოდ ქვეყნიდან გასული უკრაინის მოქალაქეების ექსტრადაციის საკითხზე ისაუბრა.

„უკრაინელები, რომლებმაც სამხედრო სამსახურისათვის „უვარგისობის“ შესახებ ყალბი ცნობები შეიძინეს, ამისთვის პასუხს აგებენ და შესაძლოა, განხორციელდეს იმ მოქალაქეების ექსტრადიცია, რომლებიც საზღვარგარეთ ასეთი დოკუმენტებით წავიდნენ.

ადამიანებმა გადაიხადეს 3000-დან 15 000 დოლარამდე, რათა მიეღოთ დოკუმენტი, რომელიც მათ ჯარში გაწვევას დროებით აფერხებს ან სამუდამოდ აჩერებს.

მათ იყიდეს ეს ცნობები და ამ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით წავიდნენ საზღვარგარეთ. სამართალდამცავებს ახლა მათთან წვდომის საშუალება არ აქვთ, მაგრამ მნიშვნელოვნად გავაძლიერეთ საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მიმართულება. ფაქტობრივად, მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში (რუსეთის გარდა) ჩვენს სამართალდამცავ ორგანოებს შეუძლიათ მოითხოვონ ასეთი ადამიანების ექსტრადიცია და ჩამოიყვანონ ისინი უკრაინაში, რათა შესაბამისი პასუხისმგებლობა დაეკისროთ“, – განაცხადა არახამიამ.

შეგახსენებთ, გუშინ პრეზიდენტმა ზელენსკის თქვა, რომ „ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა.

ზელენსკის სრულ კომენტარს გაეცანით ბმულზე.

იტვირთბა....