უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინაში არსებული კორუფციით საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა.
„ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება. სამართალდამცავები მალე დაასრულებენ მუშაობას. უკვე არსებობს რამდენიმე დასკვნა…
აუცილებელია შემოწმდეს ინვალიდობისა და სამხედრო სამსახურისთვის უვარგისობის შესახებ სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულ იქნა 24 თებერვლის შემდეგ. შესაბამისი სტატისტიკა დღეს ეროვნულ უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოზე წარადგინეს. არის შემთხვევები, როცა გასული წლის თებერვლის შემდეგ სამხედრო-სამედიცინო კომისიების გადაწყვეტილებით ათჯერ გაიზარდა სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის რაოდენობა…“, – განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს იყო კორუფციული გადაწყვეტილებები. მან დაასახელა ასევე თანხა, 3-დან 15 ათას დოლარამდე, რომლის მიცემა ქრთამის სახით იყო საჭირო სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების სხვადასხვა ფორმებისთვის.
ცალკე გააანალიზებენ საზღვარგარეთ იმ წასულთა სიას, რომლებმაც ქვეყნის დატოვება მოახერხეს კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით, კერძოდ, მათი გადაწყვეტილების დახმარებით, ვინც უკვე დაიჭირეს ქრთამის აღებისთვის.
საუბარია ათასობით ადამიანზე.