ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ის იყო ცნობილი დნიპროს კრიმინალური ავტორიტეტის შპრიცის ბანდის ნაწილი“ – ნადირაძე უკრაინელი პოლიციელის მიერ მოკლულ სილაგავაზე

უკრაინაში მებრძოლი ქართველი ჯარისკაცი, ვანო ნადირაძე, სოციალური ქსელით ქალაქ დნეპრში, პოლიციის მიერ ჯუმბერ სილაგავას მოკვლას გამოეხმაურა.

„გარდაცვლილი იყო ჯუმბერი სილოგავა, 38 წლის. ეთნიკური აფხაზი (დაიმახსოვრე ეს), დაკავებული ვაჭრობით (მაღაზიები ბაზარში) და დაკრძალვის საქმიანობით (ესაც დაიმახსოვრე). გარდა ამისა, ის იყო ხელჩართული ბრძოლის ოსტატი და ეუფლებოდა საბრძოლო ხელოვნებას. ახლა კი მთავარი: ის იყო ცნობილი დნიპროს კრიმინალური ავტორიტეტის შპრიცის ბანდის ნაწილი, მისი უნარებიდან გამომდინარე, ის დაკავებული იყო რეკეტით ანუ საშუალო რანგის საკმაოდ საშიში ბანდიტი, რომელმიც საკმაოდ დიდ როლს ასრულებდა დნიპროს კრიმინალურ ცხოვრებაში“, – წერს ის.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, ქალაქ დნიპროში სამართალდამცველებმა 38 წლის ჯუმბერ სილაგავა მოკლეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა მისი კუთვნილი ავტომობილი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო გააჩერა.

უკრაინელი გამომძიებელი ჟურნალისტების ცნობით, სილაგავა ავტომობილში მეგობარ ქალთან და ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად იმყოფებოდა. სიტყვიერი კამათი პოლიციელებთან ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც სილაგავამ მძიმე ფიზიკური დაზიანება მიაყენა პოლიციელ ქალს.

პოლიციამ ჯერ წიწაკის სპრეი გამოიყენა, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა სამართალდამცველმა სილაგავას ზურგში სამჯერ ესროლა.

სილაგავა ადგილზე დაიღუპა.

პოლიციელი დაკავებულია და მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. უკრაინელი ჟურნალისტები წერენ, რომ მოკლული მამაკაცი დნიპროში ე.წ.კრიმინალურ ავტორიტეტად მიიჩნეოდა.

ზემოაღნიშნულ ამბავს გუშინ დიდი აჟიოტაჟი მოყვა. „ქართული ოცნები“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, განაცხადა, რომ „უკრაინაში იგივე ხელწერაა, რაც იყო საქართველოში 2004-2012 წლებში, ომი მხოლოდ საბაბია”.

ამის საპირისპირო მოსაზრება გამოთქვა ჟურნალისტმა ნენე დალაქიშვილმა: „ქართველი რუსეთუმეების გავრცელებული ინფორმაცია, რომ კაცი ომში მიყავდათ, ის არ მიყვებოდა და იმიტომ მოკლეს, არის ტყუილი“.

იტვირთბა....