ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ალბათ, პარტიიდან წასვლების კვირეული იქნება“ – გიორგი ბოტკოველი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორბი ბოტკოველი ენმ-დან თელავის ორგანიზაციის წარმომადგენლის, იმედა კევლიშვილის წასვლას გამოეხმაურა.

„ჩვენ ხომ ვნახეთ იანვრის თვეში განცხადებები, ამ ადამიანებმა ზოგმა ფრაქცია დატოვა, ზოგმა განცხადებები გააკეთა და ალბათ, ახლა იმ სიტყვას – ფრაქციას, შეცვლიან პარტიით, მიზანიც სწორედ ეს იყო ამ ადამიანებისთვის“ – აღნიშნა ბოტკოველმა.

შეგახსენებთ, კევლიშვილმა წასვლის მიზეზად პარტიაში არაფორმალური მმართველობა და ახალი მენეჯმენტის მხრიდან, განსხვავებული აზრის დევნა დაასახელა.

იტვირთბა....