ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კარასინს მედევდევის განცხადების გადაფარვაში ეხმარებით – მდინარაძე ოპოზიციურად განწყობილ მედიას

„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ, მედიასთან რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელის, გრიგორი კარასინის განცხადებებს გამოეხმაურა.

მდინარაძემ მთავრობასთან მიმართებით ოპოზიციურად განწყობილ მედიას უთხრა, რომ ისინი კარასინს მედვედევის განცხადების გადაფარვაში ეხმარებიან.

„მედვედევის განცხადებამ გააღიზიანა, ანექსიის მტკიცებულება იყო ის განცხადება და აღშფოთება გამოიწია აფხაზეთშიც და სამაჩაბლოშიც კი და ამისი გადაფარვის მცდელობა იყო კარასინის განცხადება და ამ გადაფარვის მცდელობაში თქვენ ეხმარებით აქტიურად. ნებით თუ უნებლიედ, არ ვიცი დავაბრალოთ თუ არა ამისი ნებაა, “ნაციონალური მოძრაობის” ტელევიზიები, ოპოზიციონერი ჟურნალისტები რასაც ხელს უწყობდნენ“, – განაცხადა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, გასულ კვირაში მედვედევმა თქვა, რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება, განხორციელდეს,

კარასინმა კი განაცხადა, რომ რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ სხვა ქვეყნებმა, მათ შორის ჩინეთმა და ინდოეთმა, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სუვერენიტეტი აღიარონ.

იტვირთბა....