ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია და ის შეიძლება განხორციელდეს” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა გამოცემა „არგუმენტი ი ფაქტისთან“ ინტერვიუში რუსეთ-საქართველოს პოლიტიკურ ურთიერთობაზე ისაუბრა.

მისი თქმით, რუსეთს 2008 წლის ომის გამეორება არ სჭირდება, მაგრამ თუ რუსეთს მას საფრთხე დაემუქრება, მას არაფრის მოერიდება.

მედვედევმა აღნიშნა, რომ კვლავ პოპულარულია ოკუპირებული აფსახეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების იდეა.

„ჩვენ არ გვჭირდება 2008 წლის ისტორიის გამეორება. ჩვენ მზად ვართ, გავუმკლავდეთ პრობლემებს მოლაპარაკებების მაგიდასთან გაერო-ს წესდების სულისკვეთებით. მაგრამ თუ ჩვენს შეშფოთებას რეალური საფრთხე დაემუქრება, ჩვენ არ მოგვერიდება. აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთთან შეერთების იდეა კვლავ პოპულარულია. ის შეიძლება, განხორციელდეს, თუ ამის საფუძვლიანი მიზეზი იარსებებს. დასავლეთისთვის მოვლენების მსგავსად შემობრუნება იქნება კიდევ ერთი სამარცხვინო ფიასკო და გავლენის დაკარგვის კიდევ ერთი სიმბოლო. ისტორია კი სასტიკად სჯის ყველას, ვინც უგულებელყოფს მის გაკვეთილებს“, – განაცხადა მედვედევმა.

იტვირთბა....