ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

არქი გუშინდელ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კომპანია არქი განცხადებას ავრცელებს და ეხმაურება გუშინდელ ინციდენტს, რომელიც, მაცხოვრებელთა თქმით, გუშინ ღამესვე აღმოიფხვრა და წერს:

“ქალაქში მოსული უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ნალექის შედეგად დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი და ინფრასტრუქტურა. მათ შორის, არქის რამდენიმე სახლის ავტოსადგომზე ჩავიდა წყალი.

ასევე, ერთ-ერთი სახლის სახურავზე, წვიმისა და ქარის შედეგად გაიჭედა სანიაღვრე მილი. რის გამოც, ასეთი უპრეცედენტოდ დიდი ოდენობის ნალექი სანიაღვრე სისტემამ ვეღარ გაატარა, რის შედეგადაც წყალი დაგუბდა სახურავზე და ჩამოვიდა სადარბაზოს კარიდან კიბის უჯრედსა და ლიფტის შახტაში, შესაბამისად ლიფტი ავარიულად გაითიშა.

არქის მთელი გუნდი ბოდიშს გიხდით თითოეულ არქელს შექმნილი ვითარებისთვის. თუმცა, გვინდა ცალსახად აღვნიშნოთ, რომ ეს შემთხვევა ნადმვილად არ არის დაკავშირებული შენობის კონსტრუქციულ მდგრადობასა თუ ხარისხთან. სახურავის ჰიდროიზოლაცია კომპანია “სიკას” დამზადებულია უმაღლესი ხარისხის შვეიცარიული მასალებით, რომელსაც 50 წლიანი გარანტია აქვს. შესაბამისად, სახურავიდან არც ერთ ბინაში არ ჩასულა წყალი და არც ერთი ბინა არ დაზიანებულა. შემთხვევის შედეგად, მხოლოდ რამდენიმე სართულზე დასველდა სადარბაზოს კედლები. სხვა რაიმე სახის ზიანი შენობას ან რომელიმე არქელს არ მიდგომია.

საცხოვრებელი სახლიდან ინციდენტის შესახებ გვაცნობეს მაცხოვრებლებმა, რის შემდეგაც ჩვენმა ტექნიკურმა გუნდმა უმოკლეს დროში გაწმინდა სანიაღვრე. დასველებულ სადარბაზოს კედლებს კი უახლოეს პერიოდში შევღებავთ.

ძვირფასო არქელებო, კიდევ ერთხელ ბოდიშს გიხდით ფორსმაჟორული სიტუაციის შედეგად შექმნილი ვითარების გამო. არქის მთელი გუნდი 24 საათის მანძილზე მზად ვართ, დახმარება გაგიწიოთ. მადლობა გაგებისა და მხარდაჭერისთვის.“

იტვირთბა....