ხანძარი ახალციხეში – კოსტავას ქუჩაზე ხის სათავსოები იწვის – ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, პოლიცია და სასწრაფო დახმარების ჯგუფი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ჯერჯერობით უცნობია, არსებობს თუ არა ცეცხლის კორპუსზე გადასვლის საფრთხე.