ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ზურაბ აბაშიძე უნდა გამოვიდეს და დაგმოს კარასინის განცხადება” – რომან გოცირიძე

ზურაბ აბაშიძე უნდა გამოვიდეს და დაგმოს კარასინის განცხადება – ამის შესახებ პარლამენტარი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს.

“კარასინის განცხადების საპასუხოდ უნდა ყოფილიყო ხელისუფლების მხრიდან მკაცრი რეაგირება, ვინაიდან კარასინი, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრია და არ არის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კვლავ რჩება საქართველოში მომლაპარაკებელ, ოფიციალურ მტავარ პირად და დღემდე არავის გაუუქმებია აბაშიძე-კარასინის ეს ფორმატი. ამიტომ ჯერ აბაშიძე უნდა გამოვიდეს და დაგმოს მისი ეს განცხადება.
ხოლო რაც შეეხება მის შორს მიმავალ გეგმებს, ეს არის ჩინეთსა და ინდოეთზე ზეწოლის უბადრუკი მცდელობა” – ამბობს რომან გოცირიძე.

იტვირთბა....