“სასამართლოს განჩინებაში არ ეწერა, რომ აბიტურიენტისთვის ახალი გამოცდა დაგვეორგანიზებინა” – აღნიშნულის შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გიორგაძემ განაცხადა.
“მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვქონდა სასამართლოს დროებითი განჩინება, რომლის აღსრულება, რა თქმა უნდა, სავალდებულოა. ჩვენ ყველა სხვა შემთხვევაში ვასრულებთ ამ განჩინებას, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს იყო არააღსრულებადი, ვინაიდან 28 ივლისს დაგვევალა ჩვენ 25 ივლისს ჩატარებულ დამატებით გამოცდაზე დაშვება. ჩვენ გავაპროტესტეთ ეს განჩინება, ჯერჯერობით სხვა ახალი ინფორმაცია არ გვაქვს. არ გვითხრა, რომ უნდა ჩაგვეტარებინა და დაგვეორგანიზებინა ახალი გამოცდა, მან გვითხრა, რომ დაუშვით ისტორიის დამატებით გამოცდაზე, ისტორიის დამატებითი გამოცდა უკვე ჩატარებული იყო”- ამტკიცებს გორგოძე.