aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პატრიარქის თხოვნით, პაპავა ილია II-ს შეხვდა: მან სტუდენტებს ლოცვისკენ მოუწოდა

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისადმი, რომ ილოცონ“ – განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა,  ვლადიმერ პაპავამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან,  ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც ვლადიმერ პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრა თავად პატრიარქმა მოისურვა და დაინტერესდა თუ რა სიტუაციაა უნივერსიტეტში:

“შეხვედრა მისი უწმინდესობის თხოვნით მოეწყო. ეს იყო ძალიან თბილი საუბარი. მას აინტერესებდა ჩემგან გაეგო კონკრეტულად რა ხდება უნივერსიტეტში, როგორ განვითარდა სიტუაცია და დღეს რა მდგომარეობაა. მან კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის დამოკიდებულებას უნივერსიტეტისადმი, ახალგაზრდობისადმი, სტაბილურობისა და განვითარებისადმი. ითქვა, რომ ეს არის მძიმე მარხვის კვირა და რჩევა არის სტუდენტებისადმი, რომ ილოცონ”, – განაცხადა პაპავამ.

იტვირთბა....