ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი მონიკა გარსია აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ ესპანეთი ნატო-ს საშინელი მოკავშირეა.
„ტრამპი ესპანეთს საშინელ პარტნიორს უწოდებს, რადგან ის არ ემორჩილება შანტაჟს ან მუქარას, რადგან ჩვენ ვართ სუვერენული, დემოკრატიული ქვეყანა, რომელსაც შეუძლია მრავალმხრივობა და მშვიდობა. საშინელებაა დიპლომატიის გაიგივება ბანდიტიზმთან“, – წერს ესპანეთის ჯანდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ ანკარაში, ნატო-ს გენერალურ მდივან მარკ რუტესთან შეხვედრისას დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ესპანეთი ნატოს საშინელი მოკავშირეა და ყველანაირი ვაჭრობის შეწყვეტის ბრძანება გასცა.

