ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ დავრჩებით ევროკავშირის გაფართოების ტალღის მიღმა – სალომე სამადაშვილი

„ლელოს“ წევრი სალომე სამადაშვილი, ევროკავშირში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, განცხადებას გამოეხმაურა.

„პრეზიდენტ მიშელის განცხადება, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ეს იქნება უკანასკნელი ტალღა გაფართოების ევროკავშირის და საქართველოს ერთადერთი რეალური შანსი, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა გახდეს არის, რომ მოექცეს გაფართოების ამ ტალღაში უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად.

გაწევრიანებას რაც შეეხება, თამასა არის გაცილებით უფრო მაღალი, ვიდრე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ხელისუფლების შეცვლის გარეშე ჩვენ დავრჩებით ამ გაფართოების ტალღის მიღმა და საქართველო ერთხელ და სამუდამოდ მოექცევა რუსეთის გავლენის სფეროში და ევროკავშირისგან ახალი, უხილავი რკინის ფარდით განცალკევებულ სივრცეში,“ – ამბობს სამადაშვილი.

მიშელის გაცხადება ნახეთ ბმულზე.

იტვირთბა....