ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიშელის განცხადება მეტყველებს, რომ ყველა შეთანხმდა – საქართველოს ადგილი ევროკავშირშია, ერთადერთი, ვინც ამას ეწინააღმდეგება, თავგზააბნეული „ქართული ოცნებაა“ – უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრი დავით უსუფაშვილი, ევროკავშირში ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის, განცხადებას გამოეხმაურა.

„საქართველოს დიდი მეგობრის, შარლ მიშელის ბოლო განცხადება კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, რომ დემოკრატიულ სამყაროში ყველა შეთანხმებულია – საქართველოს ადგილი არის ევროკავშირში, ერთადერთი ვისაც ამაში ეჭვი ეპარება, ეწინააღმდეგება, ესაა თავგზააბნეული „ქართული ოცნება“. როცა საქართველოს ეს უნიკალური შანსი გაუჩნდა, მათმა უგუნურმა პოლიტიკამ სერიოზულად შეაფერხა საქართველოს წინსვლა და ვეღარ ვართ ამ წუთის მდგომარეობით უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად პირველი რიგის კანდიდატებში, მაგრამ ევროპა, ევროპული სახელმწიფოები, ევროკავშირი ცალსახად გვეუბნება, რომ მზად არიან იხილონ საქართველო უსაფრთხოების, თავისუფლების, კეთილდღეობის ამ დიდ ოჯახში. „ქართულ ოცნებას“ ამის ეშინია, რადგან თავისუფლების, თავისუფალი მოქალაქეების ეშინია, ევროპა სწორედ თავისუფალ მოქალაქეებზე დგას და არა ლიდერებსა და ვინმე მესიებზე. შესაბამისად, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპისკენ და შევეცადოთ მზად ვიყოთ იმ დროისთვის, როცა შევძლებთ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას და ეს აუცილებლად მოხდება“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მიშელის გაცხადება ნახეთ ბმულზე.

იტვირთბა....