ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მისი ამჟამინდელი მდგომარეობა პუტინის მიერ არის დაგეგმილი, როგორც გაკვეთილი სხვა ასეთი ლიდერებისთვის” – Forbes-ის სტატია სააკაშვილზე

გამოცემა Forbes აქვეყნებს სტატიას, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერია, რომ ის რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გეგმის მიხედვით, ზელენსკისთვის ჭკუის სასწავლებლად ისჯება.

გამოცემა ამის მიზეზად ასახელებს პუტინის შურისძიებას, 2008 წელს სააკაშვილის მიერ რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის გამო.

„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტინს უყვარს ძალადობის პერფორმატიულად ან სიმბოლურად განხორციელება. მისი საქართველოში შემოჭრა 2008 წელს იყო პირველი ასეთი სადამსჯელო თეატრი. 15 წლის წინ, აგვისტოში, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ზელენსკის მეგობარი ბოლო წლებში, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებული ახლა ციხეშია, მოწამლულია და კვდება პრორუსული რეჟიმის ხელში.
სააკაშვილის ამჟამინდელი მდგომარეობა ცხადია პუტინის მიერ არის დაგეგმილი, როგორც გაკვეთილი სხვა ასეთი ლიდერებისთვის, განსაკუთრებით ზელენსკისთვის,“ – აღნიშნულია სტატიაში.

იტვირთბა....