ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრებს ჩავკეტავთ, თუ კრიტიკული ინციდენტი მოხდება – პოლონეთის შს მინისტრი

პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისრტმა, მარიუშ კამინსკიმ ბელარუსთან საზღვრების ჩაკეტვის საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, პოლონეთი და ბალტიის ქვეყნები ბელარუსთან საზღვრების ჩაკეტვის პირობას დებენ იმ შემთხვევაში, თუ “კრიტიკული ინციდენტი” მოხდება.

„სიტუაცია მწვავდება. მრავალი კვირა და რამდენიმე თვეა, ჩვენს საზღვარზე მიგრაციული ზეწოლის დაბრუნებას ვუმკლავდებით. იგივე ეხება ჩვენი პატრნიორების საზღვრებსაც…

ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს ერთად მოქმედება თუ იქნება კრიტიკული სიტუაცია, მიუხედავად იმისა, ეს იქნება პოლონეთის, ლიეტუვის თუ ლატვიის საზღვარი, ჩვენ დაუყოვნებლივ მივმართავთ საპასუხო მოქმედებებს. ყველა სასაზღვრო გადასასვლელი, რომელიც აქამდე ღია იყო, როგორც სამგზავრო, ასევე სასაქონლო, დაიკეტება“, – განაცხადა კამინსკიმ.

იტვირთბა....