შარლ მიშელის განცხადება კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა, რომ კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს – აღნიშნულის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ განაცხადა.
“სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის რუსული პარტია საბოტაჟირებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ნამდვილად იმსახურებს კანდიდატის სტატუსს და რომელიც აუცილებლად შეცვლის ამ ხელისუფლებას, მიუხედავად უთანასწორო, მათ შორის საარჩევნო გარემოსი, მიიღებს სტატუსს.
რაც შეეხება შარლ მიშელის განცხადებას, ეს არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მოსახლეობა მიიღებს, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი და რუსული პარტია არის მოსაშორებელი. მინიშნებები, რომელიც კეთდება დასავლეთიდან პირდაპირ მიანიშნებს ერთ რამეზე – ჩვენ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ხოლო რუსული პარტია იქნება ქართველი ხალხის გასაშვები“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.