aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი

რატომ გაათავისუფლეს თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი თანამდებობიდან

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის რამდენიმე ბაგა-ბაღის დირექტორი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო თანამდებობიდან გათავისუფლდა. ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ თორდინავამ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით,  დირექტორების გათავისუფლების მიზეზი მათზე დაკისრებული ვალდებულებების განმეორებითი დარღვევა გახდა.

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის მიერ ჩატარებული შემოწმების შედეგად ბაღებში არაერთი დარღვევა დაფიქსირდა. მათ შორის დარღვევები უმეტესად კვებისა და საწყობის ბლოკებში აღმოჩნდა. კერძოდ კი, შემოწმებისას მონიტორინგის სამსახურმა სხვა დარღვევებთან ერთად საკვები პროდუქტების გადამალვის ფაქტებიც დააფიქსირა.

„აღსანიშნავია, რომ სააგენტოს წესდების თანახმად, ბაგა-ბაღის საერთო საქმიანობას წარმართავს და მის ხარისხზე, კანონიერებასა და ეფექტურობაზე პასუხისმგებელია ბაგა-ბაღის დირექტორი. მოვუწოდებ ბაგა-ბაღების დირექტორებსა და თანამშრომლებს, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდნონ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ბაღებში მონიტორინგი რეგულარულად გაგრძელდება და დარღვევის არცერთი შემთხვევა რეაგირების გარეშე არ დარჩება“, -განაცხადა თემურ თორდინავამ.

იტვირთბა....