ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება – ხატია დეკანოიძე

ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის, განცხადებაას გამოეხმაურა.

დეკანოიძის თქმით, ზელენსკის განცხადება ემთხვევა საქართველოსა და მოლდოვის თავისუფლების სტრატეგიას.

„ძალიან ბუნებრივია, რომ პრეზიდენტ ზელენსკის განცხადება ემთხვევა ჩვენი ქვეყნების თავისუფლების სტრატეგიას, რაც გულისხმობს, რომ, რა თქმა უნდა, რუსეთის დამარცხების შემდეგ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. როცა რუსეთს აღარ ექნება ის სტრატეგიული ამოცანები, რომელიც დღეს აქვს. სწორედ ამ ამბიციების გამო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები დღემდე ოკუპირებულია. საქართველოს გამთლიანება ჩვენი მომავლის ოცნებაა. რუსეთის დამარცხება გულისხმობს, რომ რუსეთის ექსპანსია არ უნდა ემყარებოდეს მეზობელი ქვეყნების დაპყრობას. დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნება“ ძალიან მალე შეიცვლება და რუსეთის დამარცხების შემდეგ რუსეთისკენ გადახრილი ხელისუფლების ძალაუფლება საქართველოში ვეღარ იარსებებს. 2008 წელს ჩვენი ტერიტორიების დაცვა დიდი სისხლის ფასად გვიწევდა, ახლა უკრაინელებს უწევთ. რუსეთის დამარცხების შემდეგ ეს დოქტრინა მთლიანად შეიცვლება და ამიტომ ყველამ უკრაინის მალე გამარჯვება უნდა ვისურვოთ“, – აღნიშნა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ზელენსკიმ თქვა, რომ „უკრაინის გამარჯვება საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეუწყობს ხელს, ამისთვის სამხედრო გადაწყვეტის საჭიროება აღარ იქნება“.

იტვირთბა....