მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, სიონის საკათედრო ტაძარში ლიტურგია აღავლინა.
„გილოცავთ მარიამობას. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა გადაგაფაროთ თავისი კალთა თქვენ და საქართველოს. ჩვენთან არს ღმერთი“, – აღნიშნა პატრიარქმა.