ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

კარასინი გვემუქრება: „ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი“

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრის შემდეგ ვიზის გაუქმებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.

„ჩვენ ამ ეტაპზე მრავალი მოსაზრებების, მათ შორის, უსაფრთხოების თვალსაზრისით, ამის გაკეთება არ შეგვიძლია, მაგრამ ბოლო პერიოდში, როგორც ცნობილია, რუსეთის პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საგრძნობლად გაფართოვდეს იმ ადამიანთა წრე, ვისაც შეეძლება საქართველოს მოქალაქეების რუსეთი მოწვევა. მომავალში კიდევ უფრო მეტ ვიზებს გავცემთ, თუმცა, ახლა სავიზო რეჟიმის სრულად გაუქმებაზე საუბარი შეუძლებელია. ამისკენ ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯები. ახლა მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც ისმის საერთაშორისო არენაზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი. ჩვენ თავისთავად ამას ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, ყველაფერს არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ და აი, ახლა სწორედ ის წყალგამყოფია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ან ვუბრუნდებით კონფრონტაციას იმ სიუჟეტების ძიებაში, რომელსაც შეუძლია, ჩვენ კვლავ წაგვაკამათოს, ან ჩვენ დავალაგებთ ნორმალურ, პატივსაცემ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში გადავჭრით ჩვენს ორმხრივ ამოცანებს. ყველა პოლიტიკოსს უნდა გაამძაფროს თავისი პოზიცია, რათა აჩვენონ რომ ყველაზე მეტი პატრიოტები, მკაცრები და შეურიგებლები არიან ე.წ. რუსული ექსპანსიის და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი”.- განაცხადა კარასინმა.

შეგახსენებთ, კარასინი-აბაშიძის შეხვედრა დღეს გაიმართა. აბაშიძემ შეხვედრამდე დაანონსა, რომ ვიზების გაუქმებაზეც იქნებოდა საუბარი.

იტვირთბა....