ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ფრანგია… ის კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ” – მედვედევი

“საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი ფრანგია… ის კატეგორიულად გამოდის ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ”, – ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოები საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საუბრობს.

“პოლიტიკაში ყველაფერი ხდება, ამიტომ პრაგმატიზმი ძალიან მნიშვნელოვანია. ყველას აქვს ემოციები, მაგრამ გადაწყვეტილებების მიღების დროს ემოციები გვერდზე უნდა გადაიდოს. აი, დღევანდელი საქართველოს გენერაცია პრაგმატიზმით გამოირჩევა, ეს არ შეიძლება არ აღენიშნოს. ამიტომ მათთან ვითარდება ურთიერთობები, ამიტომაც დავრთეთ ნება უვიზო მიმოსვლაზე, ამიტომ თვითმფრინავებმა დაიწყეს ფრენა.

აი, საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტი – მე არ ვიცი, საუბრობს ის ქართულად თუ არა, ის ფრანგია, რომელიც კატეგორიულად გამოდის თავისი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების წინააღმდეგ. მაგრამ ახლა ისეთი პოლიტიკოსები პირველ როლს ვერ თამაშობენ. დღევანდელი პრეზიდენტის როლი, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო საპარლამენტო რესპუბლიკაა, მინიმალურია. ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლებას ეყოფა პრაგმატიზმი აღიაროს რეალიები, მათ შორის სამხრეთ ოსეთის არსებობა და დაალაგონ მათთან ურთიერთობები”, – ამბობს მედვედევი.

იტვირთბა....