ფარული, პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერების შენახვა-გავრცელების საქმეზე დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით მოსამართლე ნიკოლოზ მარგველაშვილმა რამდენიმე წუთის წინ პატიმრობა შეუფარდა.
სკანდალურ საქმეზე პროცესი, ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, ორი საათის განმავლობაში, დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა.