ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თუ ხელს არ მოვაწერდი, მომკლავდნენ..” – რას აცხადებს სააკაშვილი?

მიხეილ სააკაშვილი “ვივა მედიდან” განცხადებას ავრცელებს და წერს:

“2008 წლის 10 აგვისტოს, რუსული ჯარები უახლოვდებოდნენ თბილისს. სწორედ ამ დროს სარკოზიმ მოსკოვიდან დოკუმენტი ჩამოიტანა, რომლის მიხედვითაც სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსი მომავალში, საერთაშორისო მოლაპარაკების შედეგად უნდა განსაზღვრულიყო.

სარკოზი მაფრთხილებდა, რომ თუ ხელს არ მოვაწერდი, მე მომკლავდნენ. რა თქმა უნდა, მე უარი ვთქვი.

ამის შემდეგ, რუსეთმა ცალმხრივად აღიარა აფხაზეთის და სამაჩაბლოს დამოუკიდებლობა, რასაც არ ჰქონდა ლეგალური საფუძველი და იყო შეცდომა. ეს მოცემულობა კი ჩვენი მხრიდან ტერიტორიების დაბრუნების საწინდარია”.

იტვირთბა....