საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობიდან გათავისუფლებული მამუკა ჩხიკვაძე ჟურნალისტებთან საუბრისას დეტალურად იხსენებს მისი დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის პერიოდს:
“მოვიდნენ ეს რუსები, რა ხდება მკითხეს, თქვენ დაარღვიეთო იქ სასაფლაოსთან. [სასაფლაოსგან] ცოტა მოშორებით ვიყავი, ღობესთან არ ვიყავი. ფიზიკური შეურაცხყოფა და ეგეთი რაღაცები ნამდვილად არ ყოფილა. წამიყვანეს თვალებზე ამიკრეს…ზეწოლა იყო, რომ მეღიარებინა რაღაც, მე ამას არ შევუშინდი, ვუთხარი, რომ მე მზად ვარ სიკვდილისთვის. აღიარება [უნდოდათ] რომ გამეთქვა ჩემ გვერდზე ვინც იყო, მეთქვა, ვის იცნობ, ჯარისკაცს, ვინ იყო შენ გვერდზე. [სამხედროებზე] ინფორმაციის მიწოდება უნდოდათ თავისთავად. მე მზად ვარ სიკვდილისთვის-მეთქი, ეს რომ ვუთხარი, ეტყობა, შენ შემოგზავნილი ხარო, გაოცდნენ. მუქარები – ხომ იცი აქ რა მოხდა, ბიჭები შეეწირნენ, ვიცი-მეთქი და მეც მზად ვარ-მეთქი”, – თქვა მამუკა ჩხიკვაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ჩხიკვაძე 2021 წლის დეკემბერში საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.