ვიდეო მთავარი მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეამ ამერიკელი ტურისტი დაატყვევა (ვიდეო)

 

.
ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელ სტუდენტს ოტო ფედერიკ ვორმბიერს 15 წელი შრომის ბანაკში მოუწევს გატარება. ასეთი მძიმე განაჩენი ჩრდილოეთ კორეის სასამართლომ 21 წლის ახალგაზრდას დღეს გამოუტანა.
CNN-ის ცნობით, ამერიკელი სტუდენტი ჩრდილოეთ კორეაში ტურისტად იმყოფებოდა. კორეული პროპაგანდა კი იუწყება, რომ ვომბიერს სასტუმროდან ბანერის მოპარვა უნდოდა, რომელზეც პოლიტიკური სლოგანი ეწერა.
დაკავებიდან მალე, ახალგაზრდამ პრესასთან აღიარა დანაშაული და სთხოვა ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას შეეწყალათ ის. ამერიკის მოქალაქემ, კამერების წინ იტირა კიდეც.
New York Times ინფორმაციით, ამერიკა მოლაპარაკებებს მართავს ჩრდილოეთ კორეასთან სტუდენტის გათავისუფლების საკითხზე.

იტვირთბა....