მთავარი მსოფლიო

რა მოწყობილობა აღმოაჩინეს ნახატზე, პუტინის კაბინეტში

კრემლის საიტზე გამოქვეყნდა ფოტო, სადაც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ხვდება.

ჟურნალისტების ყურადღება მიიქცია პრეზიდენტის კაბინეტში დამონტაჟებულმა დამასხივებელმა, რომელიც ფოტოზეც ჩანს. “გაზეტა.რუ”-ს ინფორმაციით, დამასხივებელი ჰაერის დეზინფექციისთვის არის გათვალისწინებული. მსგავსი ტიპის დამასხივებელს გრიპის, ტუბერკულიოზის, დიფტერიის, ატიპიური პლევმონიისა და სხვა საშიში ინფექციური დაავადებების პროფილაქტიკისთვის იყენებენ.

იტვირთბა....