„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოეხმაურა.
„ჩვენ მეგობარ უკრაინელ ხალხს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებ მშვიდობას, სუვერენიტეტის განმტკიცებას და ტერიტორიულ მთლიანობას“, – აღნიშნავს კობახიძე.
შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.