ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს

დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

უკრაინამ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა 1991 წლის 24 აგვისტოს გამოაცხადა.

„უკრაინელი ხალხის ნებისა და მათი დამოუკიდებლობის მარადიული სურვილის გათვალისწინებით, რაც 1991 წლის 24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დეკლარაციის აქტის მიღების ისტორიულ მნიშვნელობას ადასტურებს, უკრაინის უმაღლესი რადა იღებს გადაწყვეტილებას: 24 აგვისტო განიხილოს როგორც უკრაინის დამოუკიდებლობის დღე და აღნიშნოს ეს თარიღი ყოველწლიურად, როგორც სახელმწიფო დღესასწაული“, – ვკითხულობთ უკრაინის დამოუკიდებლობს შესახებ მიღებულ აქტში.

შეგახსენებთ, 1922 წლის 30 დეკემბერს, სსრკ-ის შექმნის შემდეგ, უკრაინა საბჭოთა კავშირში შევიდა, როგორც მოკავშირე რესპუბლიკა.

იტვირთბა....