ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას” – თალაკვაძის მილოცვა

„ქართული ოცნების“ წევრი არჩილ თალაკვაძე სოციალური ქსელით უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს გამოეხმაურა.

„დამოუკიდებლობის დღეს გილოცავ, უკრაინა! ჩვენ ვუერთდებით, რათა აღვნიშნოთ უკრაინელი ხალხის ძალა, გამძლეობა და თვითმყოფადობა. საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ, ადასტურებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ერთგულებას. დამოუკიდებლობის დღეს გილოცავთ, უკრაინა“, – აღნიშნავს არჩილ თალაკვაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

იტვირთბა....