ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს“ – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტვიტს აქვეყნებს.

„გულითადად ვულოცავთ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო სოლიდარულია უკრაინის მიმართ და რჩება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ერთგული მხარდამჭერი. საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს.

გილოცავთ უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს!“, – აღნიშნავს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

შეგახსენებთ, დღეს, 24 აგვისტოს, უკრაინა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს.

იტვირთბა....