“პრიგოჟინისა და ვაგნერის გუნდის განადგურება რუსეთის ელიტებისთვის პუტინის სიგნალია 2024 წლის არჩევნების წინ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი სოციალურ ქსელში წერს.
“პრიგოჟინზე: ღირს ლოდინი, სანამ ომის ნისლი გაიფანტება… ამასობაში, აშკარაა, რომ პუტინი არავის აპატიებს თავის ცხოველურ ტერორს. სწორედ მან დააბრუნა ის ნულამდე 2023 წლის ივნისში. და ის მომენტს ელოდა. ისიც აშკარაა, რომ პრიგოჟინმა საკუთარი სიკვდილის ორდერს ხელი მოაწერა იმ მომენტში, როცა ლუკაშენკას უცნაური “გარანტიები” და პუტინის ერთნაირად აბსურდული “პატივისცემის” დაუჯერა.
გადატრიალების მცდელობიდან ორი თვის შემდეგ, პრიგოჟინისა და ვაგნერის გუნდის დაუმორჩილებელი განადგურება არის პუტინის სიგნალი რუსეთის ელიტებისთვის 2024 წლის არჩევნების წინ.
“ფრთხილად! ორგულობა სიკვდილს უდრის”. მაგრამ ეს ასევე არის სიგნალი რუსი სამხედროებისთვის: არ იარსებებენ “სპეციალური სამხედრო ოპერაციის გმირები”. თუ ეს არ იქნება უკრაინის ტრიბუნალი, მაშინ ეს იქნება FSB-ის ტყვია”, – წერს პოდოლიაკი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ბრიტანულმა გამოცემა BBC-იმ დაწერა, რომ რუსეთში, ავიაკატასტროფაში, “ვაგნერის დაჯგუფების” დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი დაიღუპა. მათივე ცნობით, დაღუპულია ბორტზე მყოფი კიდევ 9 ადამიანი.